დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ეგვიპტე ღაზის სექტორისთვის საკვების მიწოდებას აპირებდა, თუმცა გადამზიდი ეგვიპტეში დაბრუნდა

UltraSawt on X

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ეგვიპტური გადამზიდი ღაზის სექტორისკენ მიემართებოდა და მას საკვები და ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა გადამზიდმა გეზი შეიცვალა და ეგვიპტეში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადამზიდი ღაზის სექტორში რაფასთან ისრაელის შეტევის გამო არ შევიდა. 

10 ოქტომბერს ისრაელის წარმომადგენელმა მოუწოდა პალესტინელებს დაეტოვებინათ ღაზის სექტორი და ეგვიპტეში გადასულიყვნენ. რამდენიმე საათში დაზუსტდა, რომ ეგვიპტეში პალესტინელი მოსახლეობა ვერ გადავიდოდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათ რაფას ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინეს, საიდანაც იარაღის კონტრაბანდა ხორციელდება ღაზის სექტორში და საჰაერო იერიშები სწორედ ამ გვირაბებზე მიიტანეს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოლავ გალანტმა 9 სექტემბერს ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა. 

კომენტარები