ეროვნული ბანკი

ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ქუსიკაშვილი ტოვებს

საქართველოს ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ქუსიკაშვილი ტოვებს.

"ვადასტურებ და კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მიზეზებზე არ მსურს საუბარი" - ამბობს ქუსიკაშვილი ფორმულასთან საუბრისას. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს წესი აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ შემოიტანეს, 20 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი, მალხაზ ღუღუნიშვილი ეყოლება. სებ-ის განმარტებით, ამ დრომდე ეროვნული ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა. 

ღუღუნიშვილი აქამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ პოზიციაზე მას გიორგი ფერაძე ჩაანაცვლებს.

ეროვნული ბანკი მოგვიანებით დატოვა საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც.

კომენტარები