საქართველოს ეროვნული ბანკი

ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი, მალხაზ ღუღუნიშვილი ჰყავს. ტაბულას ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი უდასტურებს.

ამავე ინფორმაციით, ამ დრომდე ეროვნული ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა. 

ღუღუნიშვილი აქამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ პოზიციაზე მას ჩაანაცვლებს გიორგი ფერაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს წესი აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ შემოიტანეს, 20 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. 

კომენტარები