დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ნეთანიაჰუ: ჰამასს გადავახდევინებთ ფასს, რომელიც მათ და სხვა მტრებს ათწლეულები ემახსოვრებათ

ისრაელი ომშია.

ჩვენ ეს ომი არ გვინდა. ის დაგვაძალეს ყველაზე დაუნდობელი და ველური გზით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ეს ომი არ დაუწყია, ისრაელი მას დაასრულებს.

ოდესღაც ებრაელ ხალხს სახელმწიფო არ ჰქონდა. ოდესღაც ებრაელი ხალხი დაუცველი იყო – ახლა აღარ.

ჰამასი გაიგებს, რომ ჩვენზე თავდასხმით უდიდესი შეცდომა დაუშვა. ჩვენ გადავახდევინებთ საზღაურს, რომელიც დაამახსოვრდებათ მათ და ისრაელის სხვა მტრებსაც ათწლეულების განმავლობაში.

ჰამასის ველური თავდასხმები უდანაშაულო ისრაელელებზე შოკისმომგვრელია: ოჯახთა ამოხოცვა საკუთარ სახლებში, ასობით ახალგაზრდის ჟლეტა ღია ცის ქვეშ ჩატარებულ ფესტივალზე, ქალების, ბავშვების და მოხუცების, ჰოლოკოსტს გადარჩენილების გატაცებაც კი.

ჰამასის ტერორისტებმა დააბეს, დაწვეს და დახოცეს ბავშვები. ისინი ველურები არიან. ჰამასი ISIS-ია. 

და როგორც ცივილიზაციის ძალები ISIS-ის დასამარცხებლად გაერთიანდა, ცივილიზაციის ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს ჰამასის დამარცხებაში. 

მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს მისი აშკარა მხარდაჭერისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც დღეს ისრაელის გვერდზე დგანან. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს.

ჰამასთან ბრძოლაში ისრაელი არა მხოლოდ საკუთარი ხალხისთვის, არამედ ბარბაროსობის წინააღმდეგ მდგომი ნებისმიერი ქვეყნისთვის იბრძვის.

ისრაელი ამ ომს მოიგებს და როცა ისრაელი გაიმარჯვებს, მთელი ცივილიზებული მსოფლიო გაიმარჯვებს.

თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ინგლისურენოვან მიმართვაში.

კომენტარები