მოზარდის დაჭრა

გურჯაანში მოზარდის მიერ პნევმატური იარაღიდან გასროლით მცირეწლოვანი დაშავდა

კახეთში, გურჯაანში მოზარდის მიერ პნევმატური იარაღიდან გასროლით მცირეწლოვანი დაშავდა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალში მოხვდა.

კომენტარები