დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გაეროს სამშვიდობო ძალები ლიბანში ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

REUTERS

ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალები რეგიონში შექმნილ დაპირისპირებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. გაერო "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ და დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობისა და კოორდინაციისკენ მოუწოდებს. 

განცხადების მიხედვით, სამშვიდობო ძალები საკუთარ პოზიციებზე მზადყოფნაში იმყოფებიან და მუშაობას განაგრძობენ. ამასთან, გაეროს თქმით, მათ ორივე მხარის ხელისუფალებთან კონტაქტი აქვთ და სიტუაციის ესკალაციის შეჩერებას ცდილობენ.

მანამდე, ლიბანის სამხრეთიდან, ტერიტორიიდან, რომელსაც ირანის მხარდაჭერილი ჰეზბოლა აკონტროლებს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნეს. თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო საარტილერიო დარტყმებით უპასუხეს. გამოიყენეს დრონებიც.

 

როგორც ჰეზბოლამ განაცხადა, მათი თავდასხმის სამიზნე ისრაელის სამი სამხედრო ობიექტი იყო.

დაჯგუფების განცხადებით, მათი სარაკეტო და საარტილერიო იერიშები არის ჰამასის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მათი მტკიცებით, რამდენიმე სამხედრო ობიექტი დააზიანეს, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში დაშავებულთა შესახებ ცნობა არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები