დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნა

ჰეზბოლას წევრები რაკეტასთან, 2010-იანი წლები

ლიბანის სამხრეთიდან, ტერიტორიიდან, რომელსაც ირანის მხარდაჭერილი ჰეზბოლა აკონტროლებს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო საარტილერიო დარტყმებით უპასუხეს. გამოიყენეს დრონებიც.

მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

როგორც ჰეზბოლამ განაცხადა, მათი თავდასხმის სამიზნე ისრაელის სამი სამხედრო ობიექტი იყო.

დაჯგუფების განცხადებით, მათი სარაკეტო და საარტილერიო იერიშები არის ჰამასის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მათი მტკიცებით, რამდენიმე სამხედრო ობიექტი დააზიანეს, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში დაშავებულთა შესახებ ცნობა არ გაუვრცელებიათ.

აქამდე დაჯგუფებამ მხარი დაუჭირა ჰამასის ტერორისტულ ქმედებებს.

კომენტარები