დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ეგვიპტეში ისრაელელ ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, სულ მცირე, 1 მათგანი დაიღუპა – მედია

ალექსანდრია

არაბული და ებრაული მედიის თანახმად, ეგვიპტეში, ალექსანდრიაში ისრაელიდან ჩასული ტურისტების ავტობუსს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.

არაბული RT Arabic-ის მიხედვით, შემთხვევის შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა. Walla წერს, რომ ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაჭრილია.

RT Arabic-ის ინფორმაციით, ცეცხლი ტურისტების მიმართულებით პოლიციელმა გახსნა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას ცდილობენ.

განახლება: ისრაელის საგარეო ადასტურებს, რომ ეგვიპტეში 2 ისრაელელი ტურისტი მოკლეს


რეგიონში დაძაბულობა გუშინ, 7 ოქტომბერს განახლდა, როდესაც ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორიდან ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები