აზერბაიჯანი-სომხეთი

თუ სომხეთთან ახალი კონფლიქტი დაიწყება, დამნაშავე საფრანგეთი იქნება – ალიევი

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საფრანგეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობას გამოეხმაურა და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ საფრანგეთის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს. 

"სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიწოდება იყო მიდგომა, რომელიც ემსახურება არა მშვიდობას, არამედ ახალი კონფლიქტის გაღვივებას და თუ რეგიონში რაიმე ახალი კონფლიქტი დაიწყება, საფრანგეთი მის გამოწვევაზე იქნება პასუხისმგებელი". - თქვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისში.

ალიევი 5 ოქტომბერს გრანადაზე გამართულ ხუთმხრივ შეხვედრას არ დაესწრო. მიზეზი ევროკავშირის მიდგომა და საფრანგეთის პოზიციაა. 

"საფრანგეთის ცნობილი პოზიციის გამო აზერბაიჯანი გრანადაში გამართულ შეხვედრაში არ მონაწილეობდა". - ამბობს ალიევი. 

3 ოქტომბერს ერევანში ვიზიტისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საფრანგეთი დაიწყებს სომხეთთან თანამშრომლობას სამხედრო შეიარაღების მიწოდების მიმართულებით. 

კომენტარები