დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ნეთანიაჰუმ ოპოზიციურ პარტიებს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა.  ამის შესახებ ცენტრისტული პარტიის, ეშ ატიდის ხელმძღვანელმა, იაირ ლაპიდმა ჟურნალისტებს ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ უთხრა.

"მე ახლახანს შევხვდი პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე." - თქვა ლაპიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა ხვდებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები. 

კომენტარები