იაპონია

იაპონია Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის პროცესის დაჩქარებას ცდილობს

Tomahawk-ის რაკეტის გაშვება

Kyodo News-ი იუწყება, რომ იაპონია ამერიკულ Tomahawk-ის რაკეტებს დაგეგმილზე ერთ წლით ადრე, 2025 ფისკალურ წელიწადში შეიძენს. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიაში ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფოების გამო რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო მიიღეს.

გადაწყვეტილებაზე შეთანხმება ჯერ ოფიციალურად მიღწეული არ არის, რადგან შესყიდვა აშშ-ის კონგრესმა უნდა დააკანონოს, თუმცა ორივე ქვეყნის თავდაცვის მეთაური თანხმდება, რომ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვა 2025 წლის აპრილში დაიწყება”.

იაპონიამ 2023 წლის ბიუჯეტში ამ შესყიდვისთვის $1.6 მილიარდი გამოყო.


იაპონიის მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, ქვეყანა გეგმავს 2023 წელს თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის მეოთხედით გაზრდას რეკორდულ $51.7 მილიარდ დოლარამდე. 

იაპონია და აშშ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იანვარში შეთანხმდნენ. ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში შედგა საუბარი ორივე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის.

ამასთან ერთად, იაპონიამ სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად ხელი მოაწერა თავდაცვის შეთანხმებას ფილიპინებთან.

კომენტარები