იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

შვილს დააკლეს დედა, ყველა ჩახოცეს – აფხაზეთიდან დევნილთა ისტორიები ქართველების გენოციდზე

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას  მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა. 

ჩანაწერში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ.

"ჩემს დედამთილს მოუკლეს და, მოუკლეს დისშვილი. დისშვილი კი იბრძოდა იმისი და დისშვილი რომ მოკლეს, დედას შეახედეს, დედა გაიქცა შვილთან და ესროლეს, ზედ შვილს დააკლეს დედა, შემდეგ ქმარი მოუკლეს ჩემი დედამთილის დას, შეშაზე იყო წასული და აფხაზებმა ქმარი მოუკლეს... 

შემდეგ, ჩემს დედამთილს ჰყავდა ძმისშვილი, ქუთაისელი მეუღლე ჰყავდა, წამოსული იყო ქუთაისში, თავისი ცოლ-შვილის სანახავად და რომ დაბრუნდა უკან, ჩასაფრებულმა მეომრებმა მოკლეს... შემთხვევით ჩემმა მულმა ნახა საავადმყოფოში მკვდარი..."

"...რომ დაეცა სოხუმი, სოფელი დაცარიელდა და ხალხი არ იყო, ესენი სადღაც ტყეში ყოფილან დამალულები, იქ ქვაცხავა ცხოვრობდა, ისინი ამოწყდნენ კიდევ საწყლები და იმის სახლში მივიდნენ, ეტყობა შიოდათ ან რაღაცა და იქ რომ ნახეს აფხაზებმა ესენი, გადმორეკეს და ხიდქვეშ ჩახოცეს... იქ დარჩა სოფელში და ნახეს, მე არ ვიცი, ამბობდნენ - ღორი ჯიჯგნიდაო ტვინს ქუჩაში...

...სროლები არ უნდა ყოფილიყო და ეს ბიჭი შეიარაღებული იყო, იცავდა იქითაც, აქეთაც, მერე რა მოხდა, მე არ ვიცი, არ მოვიდა ეს ბიჭი საღამოს და თქვეს, აფხაზებმა დაიჭირესო და მოკლესო, გვიან, გვიან, ძალიან გვიან, ეს მკვდარი მოიყვანეს "პაკრივალაში" შეხვეული, თუ სადმე ძვლები იყო, ყველა გადატეხილი, ენა მოჭრილი, ყურები ჩაჭრილი, ფეხები გადატეხილი, ხერხემალი გადატეხილი, საერთოდ დამტვრეული იყო ეს ბიჭი, შეიარაღებული რომ იყო, ალბათ იმიტომ მოკლეს, აწამეს...

..სულ განადგურდა, ერთ დღეს 17 ბიჭი მიდიოდა სასაფლაოზე, დაბადების დღე ყოფილა რომელიღაცის მეუღლის, ეს იცოდნენ, აფხაზებმა და ხიდქვეშ დადეს ბომბი, ტრაქტორი რომ გადავიდა, აფეთქდა და 17-ვე ბიჭი იქვე ჩახოცეს" - ამბობს რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ოფიციალურ ჩვენებაში.


შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები