რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა კი ძალიან უცნაურია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 2023 წლის 19 სექტემბერი
Politico

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა აშშ-ში რთული წინასაარჩევნო პერიოდია და სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგიერთუ ხმა კი ძალიან უცნაურია. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გრანადის სამიტის დაწყებამდე ისაუბრა

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ღელავს იმის გამო, რომ აშშ-ის დროებით ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხა გათვალისწინებული არ არის, ზელენსკიმ ასე უპასუხა:

"უკრაინაში ღელვა ომის პირველივე დღეს შევწყვიტეთ, ახლა ღელვა უკვე გვიანია, ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. მე ვიყავი ვაშინგტონში და შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს, თეთრი სახლისგან 100%-იანი გარანტია მივიღე, ასევე, ორპარტიული მხარდაჭერა მივიღეთ კონგრესისგან. ახლა აშშ-ში რთული წინასაარჩევნო პერიოდია, სხვასხვა ხმა ისმის, ზოგიერთი ხმა კი ძალიან უცნაურია. დღეს ამ საკითხზეც ვისაუბრებთ".

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გრანადის სამიტზე შეკრებილი ქვეყნების მთავარი გამოწვევა ევროპაში ერთიანობის გადარჩენაა. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, არამედ მთელ ევროპაზე.

კომენტარები