კარვების კანონი

მდინარაძე "კარვების კანონზე": მეორედ ვეღარ გაყიდიან რუსულად, საუკუნის აფიორაა

კარვების დადგმა არის ისევ დაშვებული, როგორც იყო, ერთადერთი გამონაკლისი არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა შემთხვევაშიც იკრძალება. როცა არგუმენტები არ აქვთ, რუსულ კანონს არქმევენ.

რუსულ კანონს მეორედ ვეღარ გაყიდიან, ეს არის შეურაცხყოფა, საუკუნის აფიორაა, მეორედ ასე ვეღარ გაყიდიან რუსულად. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მით უმეტეს, როდესაც კანონს ეწინააღმდეგებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მათი მომხრეების მოკვლას იმ კარვებში აფეთქების გზით.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "კარვების კანონზე" საუბრისას.

კომენტარები