ჩეხეთი

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპამ თავდაცვაში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა თქვა, რომ ევროპის თავდაცვის დამოკიდებულება აშშ-ზე უნდა შემცირდეს და ევროპამ არ უნდა უგულებელყოს თავდაცვის ვალდებულებები. პეტრ პაველი მომხრეა, რომ NATO-ს თავდაცვის ძალებში ევროპული საყრდენი უფრო და უფრო გაძლიერდეს. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა ბრუგეში, ევროპის კოლეჯში სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.  

"NATO-ს, როგორც უსაფრთხოების მთავარი მომწოდებლის როლი არ უნდა ნიშნავდეს, რომ ევროპამ თვალი დახუჭოს საკუთარ თავდაცვის ვალდებულებებზე" - თქვა პეტრ პაველმა.

პეტრ პაველმა ივარაუდა, რომ NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს დიდი ალბათობით თავიანთი კონტრიბუციის მშპ-ს 2%-ზე მეტად გაზრდა მოუწევთ. 

NATO-ს ვილნიუსის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ასევე წერია, რომ საჭირო იქნება თავდაცვის ძალებში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი კონტრიბუციის შეტანა და აღნიშნულ 2%-ს ევროპული სახელმწიფოები უნდა უყურებდნენ, როგორც მინიმალურ კონტრიბუციას, და არა გაღებული ძალისხმევის ჭერს. 

მის გამოსვლაში პეტრ პაველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ალიანსის გაფართოებას და ახალი წევრების მიღების საკითხი არ უნდა იყოს გადადებული მომავლის ჰიპოთეტურ წერტილამდე. 

კომენტარები