პუტინის რუსეთი

რუსეთის სასამართლომ ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა "სამხედრო ფეიკების გავრცელებაში" დამნაშავედ ცნო. რუსეთის საზოგადოებრივი არხის (ОРТ) რედაქტორს დაუსწრებლად 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ჟურნალისტი 2022 წლის ივლისში მოსკოვში პიკეტი მოაწყო. ოვსიანიკოვა სანაპიროზე პოსტერით გამოვიდა, რომელზეც ეწერა "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რომ შეჩერდეთ". 

აზრის დაფიქსირებისთვის ოვსიანიკოვა დააკავეს და გამოძიების დაწყებამდე შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შვილთან ერთად რუსეთი დატოვა.

ოვსიანიკოვამ სახელი გაითქვა, როდესაც 2022 წლის 14 მარტს, ОРТ-ს პირდაპირ ეთერში პოსტერი წარწერით No War გაშალა. პოზიციის დაფიქსირების გამო ჟურნალისტმა სამსახური დაკარგა, ასევე სასამართლომ მას 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

ახლო წარსულში "ფეიკების გავრცელებისთვის" კიდევ რამდენიმე ადამიანს მიუსაჯეს 8 ან მეტი წელი. მათ შორის ბლოგერ ვერონიკა ბელოცერკოვსკაიას, ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვს და პოლიციელ ოლეგ კაშინცევს. 

კომენტარები