რუსეთი

რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს

მარინა ოვსიანიკოვა

მოსკოვის ოლქის პოლიციამ რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს. ინფორმაცია და დაკავების ფოტოები მის ტელეგრამ-გვერდზე ვრცელდება. 

რუსულ ოპოზიციურ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომპოლიცია ოვსიანიკოვას საცხოვრებელ ადგილზე მივიდა და ჟურნალისტი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რაც დაადასტურა მისმა ადვოკატმა, დმიტრი ზახვატოვმა. ჯერჯერობით უცნობია დაკავების ოფიციალური მიზეზები.

მარინა ოვსიანიკოვას დაკავების ფოტოები.

15 ივლისს ოვისანიკოვამ გამართა ერთკაციანი აქცია, რომელზეც ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით: "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები. 352 ბავშვი მოკვდა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ შეჩერდეთ?".

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისის პირველ თვეებში, 14 მარტს მარინა ოვსიანიკოვა პირველი არხის საინფორმაციო გადაცემის პირდაპირ ეთერში გამოჩნდა ანტისაომარი პლაკატით, რომელზეც ეწერა: "არა ომს. შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

ამ ქმედების შემდეგ მოსკოვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლო ჟურნალისტს რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მუხლით ედავებოდა, რომელიც საჯარო ღონისძიების გაფრთხილების გარეშე ჩატარებას ზღუდავს.

მას შემდეგ, რაც ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხიდან გაათავისუფლეს, მან რამდენიმე თვე უცხოეთში გაატარა. რამდენიმე თვის წინ ის სტაჟირებას გადიოდა გერმანულ მედია Die Welt-ში.

კომენტარები