რუანდის გენოციდი

რუანდის გენოციდში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო ნიდერლანდებში დააკავეს

Africa Briefing 

ნიდერლანდებში რუანდის გენოციდში ეჭვმიტანილი მაღალი იერარქიის სამხედრო პირი, 67 წლის პიერ-კლავერ კარანგვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, ის ტუტსების გენოციდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 

ნიდერლანდების პროკურატურამ კარანგვას საქმის გამოძიება დაიწყო. 2023 ივნისში ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ პიერ-კლავერ კარანგვას ექტრადაციაზე უარი თქვა. უზენაესმა სასამართლომ ექსტრადაციაზე უარის მიზეზად დაასახელა არასამართლიანი გასამართლების რისკი. 

რუანდა პიერ-კლავერ კარანგვას ბრალს სდებს 1994 წლის აპრილში რუანდის დედაქალაქის, კიგალის სიახლოვეს 30 000 ტუტსის ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორობაში. რუანდამ ნიდერლანდებიდან კარანგვას ესტრადაცია 2012 წელს მოითხოვა. ნიდერლანდების პროკურატურა ამტკიცებს, რომ კარანგვამ 1994 წლის აპრილში მუგინაში გადაწყვა სახლი, სადაც ათობით ქალი და ბავშვი თავს აფარებდა. 

2022 წლის დეკემბერში კარანგვამ თქვა, რომ ის უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რასაც რუანდა და ნიდერლანდები ედავებიან. 

პიერ-კლავერ კარანგვა ნიდერლანდებში 1998 წლიდან ცხოვრობს და ნიდერლანდების მოქალაქეობა ჰქონდა, რომელიც შემდგომში გენოციდის ბრალდებების გამო ჩამოერთვა. ნიდერლანდების მოქალაქეობის დაკარგვამ კარანგვას გაუმარტივა მოეთხოვა ექსტრადაციის პროცესი. 

რუანდის გენოციდისას 1994 წლის აპრილში დაახლოებით ერთი მილიონი ტუტსი ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა და რუანდის შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს. 

კომენტარები