რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების უახლოეს თვეებში დაწყების მომხრეა

Velvyslanectví ČR v Athénách

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას. ლიპავსკის აზრით, მოლაპარაკებები ამ შემოდგომას ან 2024 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს. 

"თუ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს იქნება მკაფიო უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის, რადგან ევროკავშირი მშვიდობიანი პროექტია. თუმცა, უკრაინას მართლაც სჭირდება ცვლილებები და ევროკავშირის სამართლის სისტემასთან დაახლოება. ეს გრძელი გზაა" - თქვაა იან ლიპავსკიმ. 

ლიპავსკიმ დაამატა, რომ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატების კიევში შეხვედრა არაა მხოლოდ სიმბოლური აქტი, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობისაა. მისი თქმით, ევროპელი მინისტრები უკრაინაში ყოფნისას პრაქტიკულ გადაწყვეტებს ეძებენ, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ პროგრესისთვის რუსეთის აგრესიის დროს და რა არის საჭირო ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. 

კომენტარები