ე.წ. გადატრიალების საქმე

ოქრიაშვილი: ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა

დღეს დილიდან მთელი საქართველო ხუმრობის ხასიათზე დადგა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული "ფარული ჩანაწერების“ გამო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ვიღაც ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ. 

კადრში ჩანს ადამიანი, რომელსაც ხელში მიკროფონი უჭირავს და დარბაზში მსხდომ სხვა უამრავ ადამიანთან ინტერაქციულ დისკუსიას აწარმოებს. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ლექციაზე მიკროფონით გამოცხადებული რევოლუცია არ გამიგია! ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სასაცილოა, სინამდვილეში კი სულაც არა, რადგან დასკვნა ერთია - ასეთი უსაფრთხოების სამსახურის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა ? 

და მაინც ... იუმორში გავატაროთ, სხვა რა დაგვრჩენია.  

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სერბეთის მოქალაქეები თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". 

კომენტარები