ქართული ოცნება

კალაძე: 2012-მდე საქართველო იყო დიდი ციხე, 2012-ის მერე ივანიშვილმა მდგომარეობა შეცვალა

ზოგადად, საქართველო იყო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით. გვახსოვს ყველას, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი საქართველოს
გაერთიანება შეძლო ამ ადამიანმა, შემოიკრიბა გარშემო გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახით და შეძლო გამარჯვება და ეს მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდებოდა.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

კომენტარები