ხელოვნური ინტელექტი

აშშ-ის დაზვერვა CHATGPT-ის მსგავსი პროგრამის შექმნას აპირებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო CHATGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით,  თანამშრომლებს საჯარო ინფორმაციის გაფილტვრა და გამოძიებისთვის საჭირო ფაქტების მოძიების პროცესი გაუმარტივდებათ. სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ინსტრუმენტი მალე იქნება ხელმისაწვდომი. 

ამასთან, CIA-ს Open-Source Enterprise-ის სამმართველოს დირექტორმა, რენდი ნიქსონმა თქვა, რომ პროგრამა თანამშრომლებს გაუადვილებს, რომ ინფორმაციის პირველადი წყარო მარტივად მოიძიონ.

დასავლური მედიის ინფორმაციით, სადაზვერვო სააგენტო ცდილობს, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. აღსანიშნია, რომ ჩინეთი 2030 წლისთვის დარგის გლობალურ ლიდერობას აპირებს.

კომენტარები