გაგამარჯვების პლატფორმა

ხაბეიშვილმა გამარჯვების პლატფორმის კამპანიების და შტაბის ხელმძღვანელად ვაშაძე წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამარჯვების პლატფორმის კამპანიებისა და შტაბის ხელმძღვანელად სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინა. 

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაციონალურმა მოძრაობამ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად, რომ ამ კოალიციას სჭირდება შტაბური, კამპანიური მუშაობა. [...] 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება შტაბურ, კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში შტაბური მიმართულებით ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე". - თქვა ხაბეიშვილმა. 

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ "კოალიციის ფორმირება" დიდხანს გაგრძელდება.

"ჩვენ დღეიდან აქტიურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ კონკრეტულ ინდივიდებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, შემოუერთდებიან ამ ჩვენს კოალიციას, რომელსაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ გამარჯვებისთვის. გაკეთდება ორი პოლიტიკური პარტიის ბაზაზე, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ბაზაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარი ღიაა ყველა იმ ინდივიდისთვის, ვისაც უნდა, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში". - თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური ალიანსი - გამარჯვების პლატფორმა - 20 ივლისს შექმნეს

კომენტარები