გაგამარჯვების პლატფორმა

ჩიხლაძე: ბოლო ერთი წელია თითქმის 100%-იანი თანხვედრა გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან

ერთი წელია ჩვენ გვაქვს გარკვეული კონსულტაციები, მუშა პროცესი სხვადასხვა პარტიებთან, შიგნით პარტიაში და ასე შემდეგ. ერთ დღეში არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა ბოლო ერთი თვეა ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი გვაქვს. განმსაზღვრელი იყო, ეს არის ყველაფერი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ ძალიან სიღრმისეულად შევისწავლეთ ეს საკითხი, რა აჯობებდა, რა იქნებოდა საუკეთესო გამარჯვების ფორმულა. დავეყრდენით კვლევებს, სოციოლოგიას, ფოკუს ჯგუფებს, საკუთარი ამომრჩევლის კვლევები ჩავატარეთ და ის რა ნაბიჯიც გადავდგით, ყველაფერი გამომდინარეობს აქედან. ეს იყო პრაგმატული ნაბიჯი, მაგრამ ემყარება ამომრჩევლის პოზიციას და მოთხოვნასაც, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. საინტერესო კვლევებია, ყველა პარტია აკეთებს და თავის ამომრჩეველს სწავლობს, მაგრამ თქვენ თუ ნახავთ ბოლო ერთი წლის, წელიწადნახევრის... განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 100%-იანი თანხვედრა გვაქვს თითქმის ყველა პოზიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში. 20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამარჯვების პლატფორმა შექმნეს

კომენტარები