ბელარუსი-პოლონეთი

ბელარუსული მხარის მტკიცებით, პოლონეთმა ბელარუსის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია

Ankara Center for Crisis and Policy Studies 

28 სექტემბერს, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთმა ბელარუსის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია

ბელარუსის მხარის მტკიცებით, ბელარუსის საჰაერო ძალების რადარებმა პოლონური სამხედრო თვითმფრინავის საზღვართან მოახლოება დააფიქსირეს. მათი ცნობით, შემთხვევა 28 სექტემბერს შუადღით მოხდა.

ბელარუსული მხარის ინფორმაციით, პოლონურმა თვითმფრინავმა საზღვარი 15:20-ზე გადაკვეთა და წინ 1,5 კილომეტრი იფრინა. შემდგომ, 16:22-ზე პოლონურმა ვერტმფრენმა დაარღვია ბელარუსის საჰაერო სივრცე და საზღვრიდან 300 მეტრის მანძილზე იფრინა. 

პოლონურ მხარეს ბელარუსის ბრალდებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

1 სექტემბერს ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია პოლონური თვითმფრინავის მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შემოსვლის შესახებ. პოლონურმა მხარემ უპასუხა, რომ დაიწყებდნენ გამოძიებას, თუმცა ამ ბრალდებას სკეპტიკურად უყურებდნენ.

კომენტარები