ბელარუსი-პოლონეთი

ბელარუსმა პოლონელი სამხედროები სასაზღვრო ზონაში ლითონის ბურთების სროლაში დაადანაშაულა

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, პოლონელი სამხედროები სასაზღვრო ზონაში ლითონის ბურთებს ისვრიან. მათი ინფორმაციით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა "უკანონო ქმედებები" ქალაქ ბრესტთან ახლოს მდებარე გამშვებ პუნქტთან განახორციელეს.

ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონურმა მხარემ ბელარუსი მესაზღვრეების სტრობოსკოპიული განათებით "დაბრმავებაც" სცადეს. განცხადების თანდართულ ვიდეოში კი შეირაღებული პირი ჩანს, რომელიც კამერისკენ შუქს ანათებს.

10 აპრილს, პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ბელარუსული მხარე "ქვების სროლასა" და "ლაზერების" გამოყენებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ბელარუსები ამ გზას პოლონელი მესაზღვრეების პატრულირების დროს იყენებდნენ, როდესაც მიგრანტების ჯგუფი ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ.

კომენტარები