ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი დაცვის სტატუსს 2025 წლის მარტამდე გაუხანგრძლივებენ. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფისი ავრცელებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე ომის გამო 4 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.
უკრაინელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირმა დროებითი დაცვის მექანიზმი 2022 წლის 4 მარტს აამოქმედა.
"ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, სადამდეც ეს საჭირო იქნება. დაცვის მექანიზმის დროის გახანგრძლივება 4 მილიონზე მეტ უკრაინელს მეტ სტაბილურობას მისცემს" - თქვა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა.
ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მას კანონის სახე უნდა მიეცეს და გადაითარგმნოს ევროკავშირის ყველა ენაზე.





