Edison Research-ის კვლევა

Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა – 22%

ცესკო

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, გამარჯვების პლატფორმა – 22%-მა, საქართველოსთვის – 10%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 4%
  • ლელო - 4%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
  • მოქალაქეები - 2%
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%
  • სხვა - <1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

კომენტარები