პუტინის რუსეთი

პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 30 სექტემბერი გამოცხადდა "დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთთან მიერთების" დღედ.

ზუსტად ამ დღეს, ერთი წლის წინ რუსეთმა ხსენებული ოლქები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად გამოაცხადა. უკრაინული ტერიტორიის მითვისება ცოტა ხნით ადრე ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული "რეფერენდუმების" საფუძველზე მოხდა

29 სექტემბერს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართება "მიერთების დღესასწაულისადმი" მიძღვნილი დიდი კონცერტი. ღონისძიების პოსტერებზე დაბეჭდილია სლოგანი "დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რუსეთია".

კომენტარები