აღმოსავლეთ უკრაინა

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით რეფერენდუმი მიმდინარეობს

Ria Novosti

აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლდება, დღეს უკრაინისგან გამოყოფის რეფერენდუმს ატარებენ. შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერს: "ემხრობით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას?".  რეფერენდუმის, რომელიც ევროკავშირის განცხადებით "არალეგალურია", მიმდინარეობისას, სლავიანსკში შეტაკებები მოხდა, ამბოხებულები შეეცადნენ ტელეანძის დაკავებას, რომელსაც ამ დროისათვის უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. სიტუაცია დაძაბულია სხვა ქალაქებშიც. 

AFP-ის ცნობით, დონეცკის თვითგამოცხადებული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მათ განუცხადა, რომ "ყველაფერი კარგად ორგანიზებულად მიმდინარეობს". 

ოფიციალური კიევი გმობს დონეცკის რეფერენდუმს. დონეცკის ოლქში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აშშ-მა და ევროკავშირმაც დაგმეს აღნიშნული რეფერენდუმი და მოსკოვი გააფრთხილეს, რომ თუ ამბოხებულთა მხარდაჭერას გააგრძელებს, მის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მიიღებენ.

კომენტარები