Edison Research-ის კვლევა

მოსახლეობის 90% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს - Edison Research

Tai Dundua / Shutterstock

მოსახლეობის 90% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 10% კი წინააღმდეგია - კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

კომენტარები