საფრანგეთი

ემანუელ მაკრონმა კორსიკისთვის ავტონომიის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის რესპუბლიკის ფარგლებში კორსიკისთვის ავტონომიის მინიჭებას მხარი დაუჭირა. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება ავტონომია სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ავტონომია სახელმწიფოს შიგნით.

28 სექტემბერს ემანუელ მაკრონი ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ქალაქ აიაჩოში კორსისის ასამბლეას ესწრებოდა. მაკრონის თქმით, დროა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის შიგნით კორსიკას ავტონომიის სტატუსი მიენიჭოს და ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება. 

"ჩვენ წინ უნდა წავიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა, რომ კორსიკა მოვიცვათ ჩვენს კონსტიტუციაში" - თქვა მაკრონმა კორსიკის ასამბლეის წინაშე, სადაც უმრავლესობა კორსიკელ ნაციონალისტებს აქვთ. კორსიკელი ნაციონალისტი დეპუტატების ნაწილი კორსიკის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. 

მაკრონმა ექვსთვიანი ვადა დააწესა საფრანგეთის მთავრობისთვის და კორსიკის პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შეთავაზება წარმოადგინონ, რასაც შემდგომ საფრანგეთის პარლამენტი განიხილავს. 

კომენტარები