ისრაელი

ისრაელში ერთი ოჯახის 5 არაბი წევრი მოკლეს, მათ შორის არიან მოზარდებიც

REUTERS/Ammar Awad

27 სექტემბერს ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქ ბასმათ თაბუნში არაბული წარმოშობის 5 სულიანი ოჯახი მოკლეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ოჯახის ხუთივე წევრს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. უკანასკნელ პერიოდში ისრაელში არაბულ დასახლებებში ეთნიკური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 

ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ ბასმათ თაბუნში 50 წლის არაბი კაციც მოკლეს. 

2023 წელს ისრაელში 180-ზე მეტი არაბი ადამიანი სიძულვილით მოტივირებულ მკვლელობას ემსხვერპლა. მკვლელობების უმეტესობა გამოუძიებელი რჩება, რაშიც ბრალს ბენიამინ ნეთანიაჰუს რელიგიურ-ნაციონალისტურ მთავრობას სდებენ.

"ისრაელის მთავრობა ხვდება, რაც უნდა გაკეთდეს, ყველა ხვდება, რაცაა საჭირო. მთავრობაში უბრალოდ არ არის პოლიტიკური ნება" - თქვა ისრაელში მცხოვრები არაბი უმცირესობის წარმომადგენელი პარტიის ლიდერმა მანსურ აბასმა. 

ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების არაბი წარმომადგენლები უარს ამბობენ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრთან, ითამარ ბენ-გვირთან თანამშრომლობაზე. 

კომენტარები