მამა ზაზა თევზაძე

მამა ზაზა: ეს არის ჩვენთვის მოუშუშებელი ჭრილობა და ამის დავიწყებას არავინ აპირებს

დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი ტკივილი. სოხუმის დაცემა, აფხაზეთში ასეთი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანებს მიავიწყდეთ. ამ თაობამ შეიძლება ეს არ იცოდეს...

ეს იყო უდიდესი სირცხვილი, ის, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ეს საუკუნო ლაქად დარჩება კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის კაცობრიობის წინაშე არნახული მასშტაბის დანაშაული, რაც დღეს ჩვენმა აქტივისტებმა გააცნეს საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტებია, რომლის შესახებ ჩვენ ბევრმა შეიძლება არ ვიცოდეთ.

ხსოვნა იმისი, თუ რა მოხდა, ჩვენ შეგვაძლებინებს, რომ უკეთესი რეალობისკენ გადავადგილდეთ. და ის, რაც მოხდა წარსულში, ხვალინდელი დღისთვის გარკვეულწილად დაიძლიოს და ქართველი ხალხი და საქართველო გამთლიანდეს. ეს არის ჩვენთვის მოუშუშებელი ჭრილობა და ამის დავიწყებას არავინ არ აპირებს. ეს ყველამ უნდა გაიგოს.

თქვა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 27 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

კომენტარები