შალვა კეკელია ხელისუფლებასა და პატრიარქზე

შალვა კეკელია: დღევანდელი ხელისუფლება უჯერებს პატრიარქს

ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანი დღეა ყველა ქართველისათვის, რადგან ეს არის ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობის დღე. როგორ იყო შეხმატკბილებული ეკლესია და ხელისუფლება, როგორ უჯერებდა დავით აღმაშენებელი გიორგი ჭყონდიდელს - ამ ყველაფერმა გამოიწვია ოქროს ხანა. რომ არ ყოფილიყო გიორგი ჭყონდიდელი და რომ არ დაეჯერებინა დავით აღმაშენებელს, ოქროს ხანა არ გვექნებოდა. ამიტომ, უნდა გავიაზროთ ყველამ ხელისუფლების მნიშვნელობაც და ეკლესიის მნიშვნელობაც. ისეთი ერთობა, რაც მაშინ იყო, შეიძლება, დღესაც არ იყოს, მაგრამ, მე რასაც ვუყურებ, პრემიერი ცდილობს, რომ ეკლესიასთან ურთიერთობა დაიჭიროს, პატრიარქთან მოვიდეს. ყველა ხელისუფლება მოდიოდა პატრიარქთან, მაგრამ ყველა არ უჯერებდა. გარეგნულად ყოველთვის ჩანდა, რომ ერთად იყო ხელისუფლება და ეკლესია, მაგრამ ასე არ იყო. დღევანდელი ხელისუფლება უჯერებს პატრიარქს.

 

კომენტარები