უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს

მამუკა მამულაშვილი და ზაქარია შუბითიძე
Mamuka Mamulashvili / Twitter 

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 1993 წელს დაბადებული ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ქართველის მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა გაავრცელა. შუბითიძე ქართული ლეგიონის სპეცდანიშნულების მეოთხე რაზმს ხელმძღვანელობდა.

არსებული ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოიეს მახლობლად ბრძოლის დროს შუბითიძე მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, სულ 50 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები