უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 1993 წელს დაბადებული ზაქარია შუბითიძე დაიღუპა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ და განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, სულ 50 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები