აზია

ჩრდილოეთ კორეა 2020 წლის შემდეგ პირველად უცხოელებს ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს

ჩრდილოეთ კორეა 2020 წლის შემდეგ, პირველად, უცხოელებს ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს. 2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის დაწყებისას ჩრდილოეთ კორეამ საზღვარი ჩაკეტა და მას შემდეგ არავის არ შეეძლო ქვეყანაში შესვლა ან მისი დატოვება.

ჩინურმა სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხოელ ვიზიტორებს კვლავ შეეძლებათ ჩრდილოეთ კორეაში შესვლა, მას შემდეგ, რაც ორ დღიან კარატინს გაივლიან. 

მიმდინარე წლის აგვისტოში ჩრდილოეთ კორეულმა ავიაკომპანია Air Koryo-მ განაახლა ფრენები პეკინისა, ვლადივოსტოკის მიმართულებით. 

ტურიზმი ჩრდილოეთ კორეისთვის უცხოური ვალუტის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა. 2019 წელს ქვეყანამ 350 000-მდე ტურისტი მიიღო, მათგან უმეტესობა ჩინეთიდან. ჯამში, 2019 წელს ტურიზმით ჩრდილოეთ კორეამ $175 მილიონი გამოიმუშავა. 2020 წელს საზრვრების სრულად ჩაკეტვამ დიდი ზიანი მიაყენა ისედაც მრავალმხრივი სანქციების ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ კორეას.

კომენტარები