აზერბაიჯანი - თურქეთი

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველად აზერბაიჯანს ერდოღანი ეწვია

DHA

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის ექსკლავში, ნახიჩევანის რეგიონში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. თურქეთი აზერბაიჯანის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია და ერდოღანი აქტიურად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. 

ოფიციალურად შეხვედრის მიზეზი ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის საზეიმო გახსნა იყო, თუმცა პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზეც. 

ერდოღანმა და ალიევმა პირისპირ შეხვედრისას ასევე განიხილეს ზანგეზურის დერეფნის სტატუსი. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი გზაა, რომელიც აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან აკავშირებს. 

კომენტარები