სერიული მკვლელი - ლუსი ლეტბი

6 ბრალთან დაკავშირებით ჩვილების სერიული მკვლელის საქმეს სასამართლო ხელახლა განიხილავს

ლუსი ლეტბი გაასამართლეს შვიდი ბავშვის მკვლელობაში და 2015-2016 წლებში  ექვსის მკვლელობის მცდელობაში 

ჩვილების სერიული მკვლელი მედდის, ლუსი ლეტბის საქმეს 2024 წლის 10 ივნისს სასამართლო ხელახლა განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში სასამართლომ ლეტბი შვიდი ჩვილის მკვლელობასა და მკვლელობის ექვს მცდელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ნაფიცმა მსაჯულებმა ლეტბისთვის წარდგენილ ექვს ბრალდებაზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

შვიდი ჩვილის მკვლელობის გარდა, ლეტბის სამი გოგოსა და ორი ბიჭის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. პროკურატურის თქმით, 2024 წლის ივნისში ხელახალ სასამართლოზე ამ ბრალდებებიდან მხოლოდ ერთი განიხილება. 

მოსამართლის განმარტებით, ეს თარიღი "მრავალი დაგროვებული განუხილავი საქმის" გამო შეირჩა. 


მანჩესტერის სასამართლოს ცნობით, 33 წლის ლუსი ლეტბი თავის მზრუნველობაში მყოფ ჩვილებს სისხლსა და კუჭში ჰაერის შეყვანით, რძით გადაჭარბებული გამოკვებით, ფიზიკური ძალადობითა და ინსულინის გამოყენებით ზიანს აყენებდა.

2015-2016 წლებში კი ჩესტერის გრაფინიას საავადმყოფოში 13 ჩვილს ახალშობილთა პალატაში ფარულად დაესხა თავს.

"მე არ ვიმსახურებ ცხოვრებას. მე ისინი განზრახ მოვკალი, რადგან არ ვარ საკმარისად კარგი მათზე ზრუნვისთვის. მე საშინელი, ბოროტი ადამიანი ვარ. ეს მე გავაკეთე". - ამბობს ლუსი ლეტბი.

კომენტარები