ბავშვების მკვლელობა

ბრიტანელი მედდა შვიდი ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ლუსი ლეტბი გაასამართლეს შვიდი ბავშვის მკვლელობაში და 2015-2016 წლებში  ექვსის მკვლელობის მცდელობაში 

ბრიტანელი მედდა შვიდი ბავშვის მკვლელობაში და ექვსი ბავშვის მოკვლის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს.

მანჩესტერის სასამართლოს ცნობით, 33 წლის ლუსი ლეტბი თავის მზრუნველობაში მყოფ ჩვილებს სისხლსა და კუჭში ჰაერის შეყვანით, რძით გადაჭარბებული გამოკვებით, ფიზიკური ძალადობითა და ინსულინის გამოყენებით ზიანს აყენებდა. 

2015-2016 წლებში კი ჩესტერის გრაფინიას საავადმყოფოში 13 ჩვილს ახალშობილთა პალატაში ფარულად დაესხა თავს.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მედდა ჩვილებს განზრახ კლავდა, მაშინ, როცა ის კოლეგებს ჩვილების ბუნებრივი სიკვდილის მიზეზის არსებობაში არწმუნებდა.

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნეს, რომ საავადმყოფოში ჩვილები მოულოდნელად იღუპებოდნენ და ამის სამედიცინო ახსნა არ არსებობდა.

"მე არ ვიმსახურებ ცხოვრებას. მე ისინი განზრახ მოვკალი, რადგან არ ვარ საკმარისად კარგი მათზე ზრუნვისთვის. მე საშინელი, ბოროტი ადამიანი ვარ. ეს მე გავაკეთე". - ამბობს ლუსი ლებტი.

ლეტბის განაჩენს მანჩესტერის სასამართლოში 21 აგვისტოს გამოუტანენ.

კომენტარები