უბედური შემთხვევა

თბილისში, 2 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულიდან გადმოვარდა, ის ადგილზე დაიღუპა

თბი­ლის­ში, ბა­გე­ბის სტუდ­ქა­ლაქ­ში, მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გა­და­ვარ­და. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

არსებული ინფორმაციით, ორი წლის ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივანზე გავიდა და გისოსებიდან გაძვრა.

ტაბულა მეტი ინფორმაციის გასაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები