რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მესამე დღეა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაგეგმილ საარჩევნო ღონისძიებებში არ მონაწილეობს

მესამე დღეა, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაგეგმილ საარჩევნო ღონისძიებებში არ მონაწილეობს. ერდოღანი 26 აპრილს პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

28 აპრილს, ერდოღანი ქალაქ ადანაში, ხიდის გახსნაზე უნდა ჩასულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ვიდეო ბმულით ჩაერთვება. 

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ მოგვიანებით თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ცუდად გახდომის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ინფექცია გახდა. 


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

 

კომენტარები