ნიკა მელია

მელია: ნაციონალური მოძრაობის ორ ბირთვს შორის არის ღირებულებითი დაპირისპირება

სიმართლეა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში, შიგნით, ორ დიდ ბირთვს შორის არის სერიოზული კონტრასტული სხვაობა. ჩვენ მუდმივად ერთმანეთისთვის ჯოხი ბორბლებში ფუნქციის შემსრულებლები ხომ არ უნდა ვიყოთ? იმიტომ, რომ ეს, ჩემი აზრით, ღირებულებითი დაპირისპირება არის, ჩემი ღრმა რწმენით. ამიტომ, თუ დავინახეთ, რომ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ... არ შეიძლება თანამებრძოლობა არ იყოს დაფუძნებული ერთ საერთო ღირებულებაზე, ფასეულობაზე. მე ახლა ასეთი აცდენა როდესაც მაქვს იმ მენეჯმენტთან, რომელიც დღეს პარტიას მართავს, და დეტალებში ახლა არ შევდივარ. საბოლოო აკორდს რა თქმა უნდა ავიღებ და ვიტყვი თუ ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მომიწია. დავრჩები მე 2024 წელს ნაციონალურ მოძრაობაში და ასე ვიბრძოლებთ ქვეყნის გათავისუფლებისთვის, თუ ვიბრძოლებთ სხვა პლატფორმიდან...

მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხომ ვხედავ, ათასობით ადამიანზე ვსაუბრობ, არცერთმა ადამიანმა რომ პარტიის რიგები არ დატოვოს და უბრალოდ იქ იყოს სადაც არ სჯერა მენეჯმენტის რომელიც არის, და წარმატებები მათ, უბრალოდ მგონია, რომ არასწორად ავითარებენ საქმიანობას, მოტივაცია ამ ადამიანებს ხომ უნდა ჰქონდეთ ბრძოლის და ასეთ დროს შესაძლებელია სჯობდეს იბრძოლო სხვა ფლანგიდან და სხვა ფრონტიდან ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემი ამოცანა არ არის, რომ 24 საათის განმავლობაში ვაკრიტიკო ან კეზერაშვილი ან მერაბიშვილი. ყველაფერზე და ყველაზე საკმარისზე მეტი ვთქვი. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ უახლოეს პერიოდში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აფუძნებს თუ არა პარტიას.

კომენტარები