პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრი აირჩია, პრეზიდენტს მათი გაწვევა სურდა

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს - 82-მა.

იქამდე, ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანების გაუქმებამდე ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ორი კანდიდატი პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

პლენარულ სხდომამდე, კანდიდატურების არჩევის საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა იმსჯელეს და  საკითხზე პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წაუდგინეს. სხდომას არც ერთი კანდიდატი წარ დასწრებია, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, "მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე".

კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, "არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა" და "ასეთი მექანიზმი არ არსებობს". თუმცა, მისივე თქმით, წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ადამიანების მხარდაჭერა, "რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ". კვიჟინაძემ აღნიშნა, კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება სესიას ჰქონდა.

20 სექტემბრამდე ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოს 7 წევრი ჰყავდა, 20 სექტემბერს აქედან კიდევ 3 წევრი გადადგა. ორ თვეში მათი უფლებამოსილება იწურება, რის შემდეგაც, საბჭოში მხოლოდ 4 წევრი დარჩებოდა. პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ნოემბერში სებ-ის საბჭოს 6 წევრი ეყოლება.

ნანა ყეინიშვილი 2012-2016 ქართული ოცნების დეპუტატი იყო, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

განათლება:

  • ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (სსსი) (წითელი დიპლომი); 1981-1986 წწ თბილისი, საქართველო;
  • საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა, 2004-2005 წწ
  • თბილისი, საქართველო;
  • ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2005 წელი, თბილისი, საქართველო 
  • ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (საქართველო კოლხეთი - ოქროს დიპლომი) 2022 წელი საქართველო.

თეიმურაზ ხომერიკი კი, 2012 წლიდან დღემდე - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში მუშაობს.  

განათლება:

1991-1994 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისპრუდენცია;

1990-1995 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა და ფინანსები;

2004-2005 - პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი (GRIPS) ტოკიო, მაგისტრის ხარისხი, საჯარო ფინანსები; 

2015-2016 - საერთაშორისო განვითარების სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი, ჟენევა - სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელთათვის, დიპლომი განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკის საკითხებში.

კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, ამჟამად მასში შვიდი წევრია, მათგან ორს - არჩილ მესტვირიშვილს და რობერტ სინგლეტერს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გას


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

კომენტარები