რუსული კანონი

ჯაფარიძე: დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან

დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან.

2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე.

ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას).

მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი.

პატრული ცხადია მოვიდა მას მერე რაც უკვე წასულები იყვნენ.

ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო.

წერს პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ Facebook-გვერდზე. აქამდე ჯაფარიძეს უცნობი პირები ორჯერ ჩაუსაფრდნენ. ბოლო შემთხვევის დროს მან გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა.

 

კომენტარები