საქართველოს პარლამენტი

გიორგი ვაშაძეს პარლამენტის სხდომა დაატოვებინეს

ტაბულა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაშაძეს შენიშვნა რამდენჯერმე, მიკროფონის გარეშე საუბრისთვის მისცა, რის შემდეგაც, მან მანდატურებს უბრძანა, რომ ვაშაძე სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.

ოპოზიციონერი დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვდნენ.

"ყველა, ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული და სუს-ით გაგრძელებული, ახლა მსჯელობა ამაზე უნდა იყოს. ქართული ოცნება ახლა რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავს". - თქვა ვაშაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები