სეტყვა კახეთში

კახეთი კვლავ დაისეტყვა, დაზიანდა ათამდე სოფელი

signagi,info

კახეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, მათ შორის შილდა, გრემი, საბუე და ალმატი დააზიანა. სეტყვის შედეგად ასევე დაზიანდა ლაგოდეხის და თელავის რამდენიმე სოფელი.

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობის გამო ნაკვეთებში გასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის მერის ცნობით, სტიქიის ზონაში ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურდა.

კომენტარები