სეტყვა კახეთში

კახეთში დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს

ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

სააგენტოს თქმით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

"როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, იმისათვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია". - წერია განცხადებაში.

კომენტარები