სეტყვა კახეთში

ახმეტის მერი: სტიქიის ზონაში ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით არის განადგურებული

2 სექტემბერს ძლიერი სეტყვა იყო კახეთში. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები და განადგურებულია ვენახები.

"ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო, თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, როგორც ეხლა ნახეთ, 100%-ით არის განადგურებული მონაკვეთში სადაც სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა დიდი ხეები, ალბათ, ასწლოვანი ხეები. ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები არის წაქცეული და დამტვრეული. სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს და ასევე საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს სახურავი ნაწილობრივ... დილიდან დავიწყებთ ზარალის შეფასებას". - თქვა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა.

ტაბულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.

კომენტარები